CONSUL

უკან დაბრუნება

უსახლკაროები და მათი ღირსეული ცხოვრებისთვის შესაბამისი უფლებების უზრუნველყოფა

რეგიონული განვითარების გზამკვლევი
რეგიონული განვითარების გზამკვლევი


ინიციატივის კოდი: CONSUL-2021-10-9

უსახლკაროებთან მიმართებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მიმოხილვა და უსახლკარო პირთა ძირითადი პრობლემების, გამოწვევებისა და გადაჭრის გზებზე მსჯელობა.

საქართველოში უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისზე ხელმიუწვდომლობის პრობლემები კვლავ გადაუჭრელია. თავშესაფრისა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები ვერ ახერხებენ საზოგადოებაში სათანადო ინტეგრირებას. ამ მიზეზების გამო ისინი ხვდებიან მოწყვლად ჯგუფებში, რის გამოც იზღუდება მათი ძირითადი უფლებები, მაგალითად, თანასწორუფლებიან გარემოში განვითარების უფლება. მუდმივ იზოლაციაში მოქცეულნი და ხალხისგან გარიყულნი, პოტენციურად, შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთ გარემოში, სადაც ძალადობისა და კრიმინალის საცდური არსებობს. ამით სრულიად უგულებელყოფილია კონსტიტუციით დაცული სუბიექტების ღირსების უფლება და სახელმწიფოს, როგორც სერვისის გაგება. საინტერესოა, რა არის უსახლკარობის მიზეზი? სხვადასხვა დროს ჩატარებული კვლევებით თუ ანგარიშებით ირკვევა, რომ უსახლკარობის პრობლემის გამომწვევი მიზეზები, თითქმის ყოველთვის, თვითმმართველ რეგიონში მეტად სიმპტომურია: უმუშევრობა, განათლების დაბალი დონე (პროფესიული, საშუალო, უმაღლესი), საკრედიტო ვალდებულებები (ჯანმრთელობის გადაუდებელი მდგომარეობისა თუ აზარტული თამაშების გამო), სუსტი სოციალური პოლიტიკა, ავარიული და დასანგრევად განწირული შენობა-ნაგებობები, ოჯახური ძალადობა, ტრადიციები... ჩამონათვალი არ არის ამომწურავი.

სახელმწიფო ამ კატეგორიის მოქალაქეთა პრობლემას არ განიხილავს კომპლექსურად და ამიტომაც ამ ადამიანებს არ ეძლევათ ფუნდამენტური ალტერნატივა, თავად შეიქმნან უკეთესი მომავალი, რისი მიღწევაც შესაძლებელია სასწავლო თუ გადამზადების პროგრამებში ჩართვით, სამუშაო ადგილების უზრუნველყოფით ან სხვა სახით. სახელმწიფომ უნდა შეცვალოს მიდგომები, კერძოდ: შეიმუშაოს და პრაქტიკაში გაატაროს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამები, ჩამოაყალიბოს პროფესიული გადამზადების კურსები, იზრუნოს სამუშაო ადგილებზე და თვალნათლივ დაანახოს ამ ადამიანებს, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ცხოვრების წარმართვა, დამოუკიდებლად არსებობა, უძრავ-მოძრავი ქონების შეძენა და უკეთესი მომავლის შექმნა. სახელმწიფომ, ერთი მხრივ, ისინი უნდა უზრუნველყოს თავშესაფრით, მინიმალური საარსებო ადაპტირებული  გარემოთი, შესაბამისი განათლებით, სამუშაო ადგილებით, თანაბარ გარემოში რეალიზების შესაძლებლობით, რათა გახადოს კონკურენტუნარიანები. უსახლკაროები სათანადოდ ან საერთოდ ვერ სარგებლობენ ისეთი უფლებებით, როგორიცაა, მაგალითად, განათლება და ჯანდაცვა. შესაბამისად, უჭირთ სამუშაო ადგილების პოვნა და დასაქმება, რაც მათი მდგომარეობიდან თავის დაღწევის გზა იქნებოდა.

სამწუხაროდ, პასუხისმგებელი ორგანოებისთვის ეს საკითხი არ არის პრიორიტეტული და ამიტომაც, დღემდე არ არსებობს საერთო, ეროვნული სტრატეგია, რომელიც მიუსაფარ პირთა პრობლემებს მოაგვარებდა. ცენტრალურ ხელისუფლებას საკანონმდებლო და ეროვნულ დონეზე არ აქვს შემუშავებული ერთიანი მიდგომა და ხედვის სტრატეგია, რომელიც უნდა მოიცავდეს სოციალური პრობლემების კომპლექსური მოგვარებისთვის საჭირო პოლიტიკის დოკუმენტსა და ღონისძიებებს. გაუგებარია, სოციალური პოლიტიკის რომელ მიდგომას ემხრობა სახელმწიფო, რადგან არანაირი საკანონმდებლო ჩარჩოთი არ არის რეგულირებული, კონკრეტულად რომელი უწყების კომპეტენციაა ადამიანის საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ასევე პრევენციული ღონისძიებებისა და კონკრეტული პოლიტიკის გატარება. 

DRIVE Democracy-ის თბილისის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს:

  • უსახლკარო პირთა დეფინიციის კომპლექსური განსაზღვრება და მისი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან დაახლოებული განჭვრეტადობა. საკანონმდებლო წინადადება − ქალაქ თბილისის მერიამ პარლამენტს წარუდგინოს „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი. აღნიშნული წინადადების მომზადებისას გადაიხედოს არა მხოლოდ უშუალოდ გზამკვლევში მითითებული მუხლები ან დეფინიციები, არამედ ქვეყნის მთლიანი სოციალური პოლიტიკა. გარდა ამისა, მაქსიმალურად გასაზიარებელია დასავლური საუკეთესო ტრადიცია და პრაქტიკა;
  • უსახლკარო პირთა მუდმივი სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფო რეგიონალური (ქალაქი თბილისი) სოციალური პოლიტიკის შემუშავება კონკრეტული დროის, მატერიალურ-ფულადი და არამატერიალური რესურსების გამოყენების, შუალედური შედეგების შეჯამება პრეზენტაციის თარიღების მითითებით; მისი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება ხალხისა და ცენტრალური ხელისუფლების წინაშე;
  • მუდმივად განახლებადი აღრიცხვიანობის სისტემის შექმნა;
  • არსებულ თავშესაფრებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
  • უსახლკარო პირთა განათლების უფლების რეალიზაცია, ინდივიდუალური პროფესიული განვითარება და სოციალური ინტეგრაცია;
  • უსახლკარობის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი პრევენცია, რაც ერთობლიობაში პრაქტიკულად ყველა რეკომენდაციას მოიცავს.

პრობლემის ანალიზსა და რეკომენდაციებს სრულად გაეცანით რეგიონული განვითარების გზამკვლევში


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის