CONSUL

უკან დაბრუნება

თბილისის გზებზე ე.წ. შავი წერტილების პრობლემის მოგვარება

Drive Democracy
Drive Democracy


ინიციატივის კოდი: CONSUL-2021-09-8

გვსურს მოვძებნოთ ისეთი ადგილები ე.წ. შავი წერტილები, სადაც საგზაო უსაფრთხოება არ არის სათანადოდ დაცული და სასურველია იქ არსებობდეს ზებრა გადასასვლელი ან ხელახლა დაიხაზოს ზებრა უკეთესი ხილვადობისთვის.

თბილისში ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება არც ისე კომფორტულია. გარემო განსაკუთრებით არ არის მორგებული შშმ პირებზე, ბავშვებსა და მოხუცებზე. საგზაო რისკები ბევრად უფრო იზრდება მათი გადაადგილებისას. 

აღნიშნული პრობლემის მოგვარებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა შევქმენით რეგიონული განვითარების გზამკვლევი „შშმ პირებისთვის, მოხუცებისა და ბავშვებისთვის საგზაო გარემოს გაუმჯობესება“, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქალაქ თბილისში შშმ პირების, მოხუცებისა და ბავშვების საჭიროებებზე მორგებული ადაპტირებული და ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას მობილობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და პოლიტიკურ პარტიებთან კვლევაში გამოკვეთილი რეკომენდაციების ადვოკატირების გარდა, ავტორებს გვაქვს სურვილი, თავადაც შევიტანოთ მცირე წვლილი უკეთესი საგზაო გარემოს შექმნაში. ამ მიზნით, ვახორციელებთ პროექტს „ხელმისაწვოდმი გარემო ყველასთვის“, რომლის ფარგლებშიც ჩვენი რესურსების მობილიზებით, ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის  და EECMD-ის მხარდაჭერით, შევძლებთ დავხაზოთ ზებრა გადასასვლელი და ვუზრუნველყოთ ქვეითების უსაფრთხო გადაადგილება.

ამ მიზნით, ვეძებთ ქალაქში ე.წ. შავ წერტილებს, რომლის იდენტიფიცირებაშიც თქვენი, მოქალაქეების, დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გთხოვთ, გაიხსენოთ თქვენს გარშემო ისეთი ადგილები, სადაც თუნდაც ზებრა აღარ ჩანს, ან კონკრეტულ ადგილას სასურველი იქნებოდა ზებრის დახაზვა და თქვენი რეკომენდაციები და ფოტოები გაგვიზიაროთ. შერჩევის შემდეგ, მერიასთან ერთად დავხაზავთ ზებრა გადასასვლელს და ერთად ვუზრუნველვყოფთ ხელმისაწვდომ გარემოს ყველასთვის.


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის