CONSUL

უკან დაბრუნება

საგრანტო კონკურსი - ვაქცინაციის მხარდასაჭერი კამპანია

Time to Vaccinate
Time to Vaccinate


ინიციატივის კოდი: CONSUL-2021-08-7

EECMD ერთვება ვაქცინაციის მხარდასაჭერ კამპანიაში და აცხადებს საგრანტო კონკურსს პროექტ "DRIVE Democracy"-ს მონაწილეებისათვის.

„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ აცნობიერებს რა სოციალურ პასუხისმგებლობას და როლს ვაქცინის მიმართ საზოგადოების ნდობის გამყარებაში, ერთვება ვაქცინაციის მხარდასაჭერ კამპანიაში და აცხადებს რიგგარეშე საგრანტო კონკურსს პროექტის - „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ მონაწილეებისთვის, საქართველოს ხუთივე ქალაქში: თბილისი, გორი, თელავი, ქუთაისი და ბათუმი.

EECMD კურსდამთავრებულთა ქსელის ყველა წარმომადგენელს ვაქცინაციის მხარდასაჭერ კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ კამპანიის ფარგლებში გადადგმული თითოეული ნაბიჯი ქვეყანაში პანდემიის დამარცხებისა და პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის ხელშემწყობია.

საგრანტო განაცხადი შეუძლიათ შემოიტანონ პროექტის მონაწილეებს ინდივიდუალურად ან საინიციატივო ჯგუფებად. მთავარი მოთხოვნაა, პროექტების მიზანს წარმოადგენდეს ვაქცინებისა და ვაქცინაციის უპირატესობაზე მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლება.

არ არის შეზღუდული თითოეულ ქალაქში მონაწილეთა მიერ ასეთი პროექტების წარდგენის რაოდენობა, თუმცა სასურველია, აქტივობები იმგვარად იყოს დაგეგმილი, რომ მასში სხვა მონაწილეების ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომელიც მაქსიმალურად ეფექტური იქნება შესრულების დროისა და შედეგების თვალსაზრისით.

დოკუმენტები (2)


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის