ინიციატივის კოდი: CONSUL-2020-10-2
EECMD აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს "DRIVE Democracy: რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის" პროექტის მონაწილეებისთვის.
საგრანტო განაცხადი შეუძლიათ შემოიტანონ პროექტის მონაწილეებს ინდივიდუალურად ან საინიციატივო ჯგუფებად. არ არის შეზღუდული თითოელ ქალაქში მონაწილეთა მიერ ასეთი პროექტების წარდგენის რაოდენობა, თუმცა სასურველია, აქტივობები იმგვარად იყოს დაგეგმილი, რომ მასში სხვა მონაწილეების ჩართულობა იყოს უზრუნველყოფილი. პრიორიტეტი მიენიჭება პროექტებს, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს ჯგუფის სხვა წევრების ჩართულობას.
წელს, მცირე გრანტების პროგრამის პრიორიტეტია სამოქალაქო ჩართულობის გზით ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებაზე ორიენტირებული ინოვაციური იდეების მხარდაჭერა. EECMD დაინტერესებულია დააფინანსოს შემდეგი ხასიათის ინიციატივები:
არ დაფინანსდება პროექტები, რომლებიც:
პროექტის განხორციელების ვადები: არაუგვიანეს 2021 წლის მარტისა, თუმცა განიხილება ინდივიდუალურად წარმოდგენილი პროექტის მიხედვით.
მოგესალმებით!
გაცნობებთ, რომ განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა გადავწიეთ 10 ნოემბრამდე.
წარმატებებს გისურვებთ!