CONSUL

ხშირად დასმული კითხვები

1. როგორ შემიძლია მივიღო მონაწილეობა CONSUL-ის პლატფორმაზე, თუ არ ვარ რეგისტრირებული?

აქტიური მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ამ პლატფორმაზე რეგისტრირებულ ადამიანებს. მომხმარებლების რეგისტრაციით უზრუნველვყოფთ უსაფრთხო და აქტიურ მონაწილეობას. არარეგისტრირებულ მომხმარებლებს არ შეუძლიათ აქტიური მონაწილეობა (მაგ., წინადადების წარდგენა, მხარდაჭერა ან კომენტარი წინადადებაზე, ხმის მიცემა და ა.შ.). აქტიური მონაწილეობისთვის, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ სისტემაში.

2. როგორ შევქმნა და დავადასტურო ჩემი ანგარიში?

პირველი ნაბიჯი არის ანგარიშის/პროფილის შექმნა. ამის შემდეგ, მიიღებთ ელ.წერილს თქვენს მიერ რეგისტრირებულ ელ.ფოსტაში, რომელიც შეიცავს დამადასტურებელ ბმულს („დაადასტურე ჩემი ანგარიში”). თქვენი ანგარიშის დასადასტურებლად, უნდა დააჭიროთ ბმულს, რომ დასრულდეს თქვენი რეგისტრაცია და გადამოწმების პროცესი. CONSUL-ის აპლიკაცია ავტომატურად გადაამოწმებს თქვენს ანგარიშს/პროფილს და შემდეგ სისტემაში შესვლასაც შეძლებთ.

3. რა არის დებატი?

დებატების ფუნქციით შეგიძლიათ მოსაზრების გაზიარება პარტიაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. CONSUL-ის სხვა ფუნქციების საშუალებით კი, შესაძლებელია დებატების პროცესში განხილული იდეები კონკრეტულ ქმედებებად იქცეს. თქვენ შეგიძლიათ დებატების დაწყება, კომენტარის დაწერა და მათი შეფასება “ვეთანხმები” ან  “არ ვეთანხმები” ღილაკზე დაჭერით.

4. რა არის ინიციატივა?

ინიციატივების ფუნქციით შეგიძლიათ წარუდგინოთ ინიციატივები პოლიტიკურ პარტიას/მოძრაობას. ინიციატივები საჭიროებს მხარდაჭერას. საკმარისი ხმების შემთხვევაში ინიციატივა კენჭისყრის ფაზაზე გადავა. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ინიციატივებს განიხილავს პარტიის/მოძრაობის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო მათი შემდგომი განხორციელების მიზნით.

5. როგორ შემიძლია წარვადგინო ინიციატივა? შემიძლია ერთზე მეტი ინიციატივის წარდგენა?

ინიციატივის წარდგენა შეგიძლიათ პირდაპირ ინიციატივების განყოფილების მეშვეობით. ამისათვის თქვენ ჯერ უნდა შექმნათ ანგარიში/პროფილი (იხილეთ ზემოთ პუნქტი 2, თუ როგორ უნდა შექმნათ და დაადასტუროთ თქვენი ანგარიში) და დააჭიროთ ღილაკს „ინიციატივის შექმნა” ინიციატივების განყოფილებაში. თქვენ შეგიძლიათ წარადგინოთ იმდენი ინიციატივა, რამდენიც გსურთ. ყველა წარდგენილი ინიციატივის ხილვა კი შეგიძლიათ ინიციატივების განყოფილებაში.

6. მე შევქმენი ინიციატივა, მაგრამ არ ჩანს წინადადებების განყოფილებაში. რატომ მოხდა ასე?

წინადადების გამოქვეყნებამდე პლატფორმა საშუალებას იძლევა შეინახოთ იგი, როგორც პროექტი. თქვენი წინადადების შექმნისთანავე უნდა მიიღოთ შეტყობინება, რომელიც თქვენს ეკრანზე გამოჩნდება. თუ გსურთ რეკომენდაციების გამოტოვება და თქვენი წინადადების გამოქვეყნება, აირჩიეთ „არა, ახლა მსურს გამოქვეყნება”. თუ გსურთ მიიღოთ რეკომენდაციები, აირჩიეთ „დიახ, მსურს რეკომენდაციების მიღება”. თუ ამ უკანასკნელს აირჩევთ, გექნებათ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოთ თქვენი წინადადება. თუ  შემთხვევით გამოტოვეთ ეს ეტაპი, მაშინ თქვენი წინადადება დარჩება პროექტად და არ გამოჩნდება ინიციატივების გვერდზე. რეკომენდაციების მიღების შესაჩერებლად და/ან წინადადების გამოსაქვეყნებლად გადადით თქვენი ინიციატივების პანელზე და დააჭირეთ ღილაკს გამოქვეყნება. თქვენი წინადადება ახლა უკვე განთავსდება ინიციატივების გვერდზე.

7. როდის აქტიურდება ხმის მიცემის ფუნქცია?

ხმის მიცემის ფუნქცია აქტიურდება მაშინ, როდესაც ინიციატივა 1%-იან მხარდაჭერას მოიპოვებს ან პოლიტიკური პარტია/მოძრაობა თავად გამოიტანს საკითხს კენჭისყრაზე. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა CONSUL-ზე რეგისტრაცია.

8. გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, რომლებიც არ არის მოცემული ამ განყოფილებაში?

დაგვიკავშირდით შემდეგ ელ.მისამართზე:  eecmd-support@participation.tools.