CONSUL

უკან დაბრუნება

Მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში-Მონაწილეობითი ბიუჯეტირება

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირებაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმის შექმნა, გააქტიურება და ამის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი პრაქტიკაა წარმატებული დემოკრატიული პროცესებისთვის. რას ფიქრობთ ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებაზე?

კომენტარები (7)


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
  • LukaRtveladze

    უკვე არსებებული მექანიზმების დახვეწაზეც ხომ არ ვიმუშაოთ? მაგალითად, მუნიციპალურ დონეზე უკვე არსებობს ასეთი მექანიზმი - დაგეგმე თბილისის ბიუჯეტი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ აირჩიონ და პრიორიტეტების მიხედვით დაალაგონ ის მიმართულებები, რა მიმართულებითაც სურთ ადგილობრივი ბიუჯეტი დაიხარჯოს, თუმცა ჩართულობა არის ძალიან დაბალი, მაგალითად ამ წელს, მხოლოდ 179-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვაში. აქედან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ რომ ეს მექანიზმი საჭიროებს დახვეწას, თუნდაც ცნობიერების ამაღლების მიმართულებით?

    აქვე ლინკი - https://budgetplanning.tbilisi.gov.ge/

      • Nino Lomidze

        ეს საკითხი სწორედ მაგას გულისხმობს, ცნობიერების ამაღლება და მეტი ჩართულობა საზოგადოების მხრიდან. თორემ მონაწილეობითი ბიუჯეტირება აპრობირებული მეთოდია ბევრ ქვეყანაში და ჩვენთანაც არის დანერგილი. უბრალოდ, რამდენად მუშაობს ჩვენთან, ეგ სხვა საკითხია.

        ხმები არ მოიძებნა  |  ვეთანხმები 0 არ ვეთანხმები 0
        პასუხები არ მოიძებნა
      • თიკო ტეფნაძე

        იდეა კარგია, თუმცა რა უნდა გაკეთდეს რომ საზოგადოება უფრო მასშტაბურად ჩაერთოს არ ვიცი. თავად მუნიციპალიტეტს ან გამგეობას რა რეკომენდაციები უნდა მივცეთ?

          • LukaRtveladze

            მაგალითად , პირდად ჩემი არ ჩართულობის მიზეზი არის ის, რომ არ მგონია თუ ჩემს ჩართულობას რაიმე შედეგი მოყვება, იქიდან გამომდინარე, რომ იმაზეც კი არ მაქვს ინფორმაცია საკრებულო რეალურად განიხილავს თუ არა შედეგებს, ანდაც ამზდებს თუ არა დასკნას, ამიტომაც თუ მეცოდინება რომ რაღაც ქვედა ზღვარის გადაჭარბების შემდეგ ( მაგ. 15 000 რესპოდენტის ჩართულობის შემდეგ) საკრებულო განიხილავს პრე-ბიუჯეტირების ეტაპზე ამ შედეგებს, მე პირადად და არ მგონია რომ მხოლოდ მე ვიყო, გამიჩნდება მოტივაცია რომ დაგეგმვაში მონაწილეობა მივიღო, რაც წესით გაზრდის მოქალაქეთა ჩართულობას ბიუჯეტირების მიმართულებით.

            პასუხები არ მოიძებნა
  • თიკო ტეფნაძე

    როგორც მახსოვს, იყო მსჯელობა ასევე ქალაქის ურბანული დიზაინის პრობლემებზე. რას იტყვით მონაწილეობით ბიუჯეტს რომ მივაბათ ზუსტად ეს საკითხი, ანუ განისაზღროს მოსახელეობის უკეთესი ჩართულობა ბიუჯეტის გადანაწილების პროცესში მაშინ როდესაც საქმე ეხება ახალი პარკისა და თუ რეკრეციული ზონის მოწყობას, ასევე თუნდაც სადმე კორპუსის ჩადგმას. რეალურად, თემაც უფრო დაწვრილდება და კონკრეტული მიმართულებით შევძლებთ მუშაობას. ანუ ასე დავფორმულირებდი: მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირებაში ურბანული პოლიტიკის განსაზღვრის დროს ( ან არ ვიცი იმედია მიმიხდვით რას ვგულისხმობ და უკეთესი ფორმულირება მოვუძებნოთ)