CONSUL

უკან დაბრუნება

სპორტი და გადასახადების გადამხდელების ფული

Tamta Tamta  •  2020-11-15  •    3 კომენტარი  • 

სპორტი, ისევე როგორც, ბიუჯეტით განსაზღვრული სხვა ბევრი სფერო, ყოველწლიურად მილიონობით ლარით ფინანსდება გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება შეადგენდა 1 485.0 მლნ ლარს. აქედან:

  • სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის - 10.3 მლნ ლარი;
  • მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების და პოპულარიზაციის დასაფინანსებლად - 109.2 მლნ ლარი, მათ შორის: ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის - 5.4 მლნ ლარი;
  • კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად - 20.6 მლნ ლარი;  13,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია 2019 წლის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეული წარმატებების შესაბამისად სპორტსმენთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის დაჯილდოებისთვის.

2020 წელს სპორტის დაფინანსება 53.3 მილიონი ლარით შემცირდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო  საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესების შეჩერებით პანდემიის პირობებში და ასევე, შიდა თუ საერთაშორისო ტურნირების გაუქმებით. 

როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ეს ხარჯები?

ზოგიერთები თვლიან, რომ სპორტის მხოლოდ ის სახეობები უნდა ფინანსდებოდეს, სადაც წარმატებას ვაღწევთ და/ან პოპულარობით სარგებლობს. ზოგი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და დაბალ დაფინასებას მიაწერს სპორტში წარუმატებლობას, თან სპორტის ზოგიერთი სახეობის გაქრობის საფრთხესაც ხედავენ დაფინანსების შეწყვეტის პირობებში. ზოგს კი ამ საკითხზე ბევრად რადიკალური მოსაზრება გააჩნია. 

საინტერესოა თქვენი მოსაზრება - უნდა ფინანსდებოდეს თუ არა სპორტი ბიუჯეტიდან? თუ კი, რატომ და რა პრინციპით? თუ არა, რატომ? 

კომენტარების სექციაში არგუმენტირებულად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. 

კომენტარები (3)


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
  • ქეთევანი

    სპორტი აუცილებლად უნდა დაფინანსდეს, მოაკელით გართობას და დაამატეთ სპორტს იმიტომ რომ სპორტი არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური აქტივობაც არის. პროფესიულ სპორტთან ერთად და აუცილებელია დაფინანსდეს და განვითარდეს მოყვარულთა სპორტი, როგორც დიდებისთვის ისე უპირველეს ყოვლისა ბავშვებისთვის. სად გვაქვს კარგი და ხელმისაწვდომი აუზები? ბევრი ისე დაიხურა, აღარც გახსნიან არც კორონას მერე. ყველა სკოლას უნდა ქონდეს მოედნები და აუზები, ეს არის უპირველესი საჭიროება. პროფესიული სპორტი უნდა დაფინანსდეს, მაგრამ სად მიდის ეს ფული უნდა იყოს კარგად შემოწმებული, რატომ ვართ მაჩანჩალები ფეხბურთში და ძლიერები რაგბიში? რა თქმა უნდა ჰოკეი და ყინულოვანი სპორტის დაფინანსება ზარალია, მაგრამ ბავშვებისთვის აუცილებლად უნდა იყოს ყინულოვანი სპორტი ხელმისაწვდომი. ძალიან მტკივნეული თემაა. ძალიან ჩამოვრჩებით ფიზიკურ განვითარებაში საერთოდ.

    პასუხები არ მოიძებნა
  • გიორგი მინაშვილი

    ამ ეტაპზე სპორტის საბიუჯეტო დაფინანსება საქართველოში აუცილებელია, რადგან თითქმის არც ერთი სახეობა არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ სახელმწიფო ხელშეწყობის გარეშე მეტ-ნაკლები ეფექტურობით იარსებოს. სპორტის პოპულარიზაცია კი აუცილებელია, ჩემი აზრით. ეს ერთის მხრივ ახალგაზრდების ფიზიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია, მეორეს მხრივ კი, წარმატების შემთხვევაში სპორტი ხელს უწყობს ქვეყნის პოპულარიზაციას მსოფლიოში, რასაც მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა შეუძლია ეკონომიკისათვის.

    პასუხები არ მოიძებნა