CONSUL

უკან დაბრუნება

თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება

Tamta Tamta  •  2020-11-10  •    8 კომენტარი  • 

ბოლო დროს აქტუალურია თვითმმართველობების მიერ მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება. საკითხს განსაკუთრებული სიმწვავე შესძინა ახალმა კორონავირუსმა (COVID-19), რომელმაც დღის წესრიგში მსგავსი მექანიზმების აუცილებლობა დააყენა. კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდა. კრიზისულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად სახელმწიფოები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას ცდილობენ: ქმნიან საინფორმაციო პლატფორმებს, ასაჯაროებენ მონაცემთა ბაზებს, პროცესების ეფექტური მართვისთვის ნერგავენ და იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და სხვ. 

საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით ადგილობრივ თვითმმართველობებს შეეძლებათ დისტანციურ რეჟიმში ისეთი სერვისების გამოტანა, რომლებიც მოქალაქეებთან ყოველდღიურ სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება. მსგავსი ნაბიჯი ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რასაც ბოლო თვეებში განვითარებული პანდემიისას საჯარო უწყებების მუშაობის წესის სავალდებულო წესით შეცვლა ადასტურებს.

ელექტრონული მმართველობის დანერგვა საშუალებას მისცემს თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენონ ცენტრალური ხელისუფლების მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაცია. შედეგად, გაიზრდება მომსახურების ხარისხი. ელექტრონული მმართველობის დანერგვით გაუმჯობესდება გაწეული სერვისის კონტროლი და მომსახურების ვადები შემცირდება. თბილისის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მდგრადი განვითარების გზით გახდება უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მოქალაქეთა მიმართ; ამაღლდება მმართველობისა და მომსახურების ხარისხი მოქალაქეების სასარგებლოდ; თბილისი გახდება იმ პლატფორმის ნაწილი, რომელიც აერთიანებს სხვა ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, სამეცნიერო საზოგადოებასა და პირებს, რომლებიც მიზნად ისახავენ, მმართველობის კულტურა შეცვალონ და გააუმჯობესონ.

აღნიშნული საკითხის კვლევისას თბილისის სამუშაო ჯგუფმა პროექტ DRIVE Democracy-ის ფარგლებში, შემდეგი პრობლემები გამოკვეთა:

  • მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის არ არსებობს არხები ინფორმაციის გასაცვლელად. თბილისის მცხოვრებთ არ აქვთ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში საკუთარ ჩართულობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
  • მოტივაციის არქონისა და მუნიციპალიტეტის მიმართ უნდობლობის გამო მოქალაქეები ნაკლებად მონაწილეობენ ადგილობრივ თვითმართველობაში. მათ რეალური შედეგების მოლოდინი არა აქვთ.
  • არ არსებობს მარტივი და ინოვაციური მონაწილეობის მექანიზმები, რომლის დახმარებითაც მოქალაქეს საშუალება ექნება, მუნიციპალიტეტამდე მიიტანოს საკუთარი უბნის პრობლემები და მოიძიოს მათი გადაჭრის გზა.

კომენტარებში კი შემოგთავაზებთ იმ რეკომენდაციების ჩამონათვალს, რომელიც მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტში გაწერეს პროექტის მონაწილეებმა.

კომენტარები (8)


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
  • Tamta
    Tamta  •  ავტორი  •  2020-11-10 09:57:45

    კომუნიკაციის პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია მოქალაქეზე მორგებული მობილური საკომუნიკაციო არხების შექმნა, სადაც თბილისის
    მაცხოვრებლებს საშუალება ექნებათ, ინფორმაცია მიაწოდონ მუნიციპალიტეტებს და მათგანაც მიიღონ სათანადო რეაგირება. ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და მოქნილი უნდა იყოს. შესაძლებელია ისეთი საჯარო პლატფორმის შექმნა, სადაც ღიად გამოჩნდება მუნიციპალიტეტში შეტანილი დოკუმენტის მოძრაობა.

    ხმები არ მოიძებნა  |  ვეთანხმები 0 არ ვეთანხმები 0
    პასუხები არ მოიძებნა
  • Tamta
    Tamta  •  ავტორი  •  2020-11-10 09:56:38

    მუნიციპალიტეტის მიმართ ნდობის გასაძლიერებლად საჭიროა, მერიამ გაზარდოს მოქალაქის მიმართ ანგარიშვალდებულება, დანერგოს მოქალაქესთან სწრაფი და ეფექტური რეაგირების საშუალებები, შექმნას მოქნილი აპლიკაციები, სადაც თბილისელებს საშუალება ექნებათ, საკუთარი პრობლემის შესახებ განაცხადონ და განსაზღვრულ ვადებში მიიღონ კომპეტენტური ინფორმაცია. ამისათვის აუცილებელია, მუნიციპალური ორგანოების თანამშრომლებსაც ჰქონდეთ დროული უკუკავშირის მოტივაცია.

    ხმები არ მოიძებნა  |  ვეთანხმები 0 არ ვეთანხმები 0
    პასუხები არ მოიძებნა
  • Tamta
    Tamta  •  ავტორი  •  2020-11-10 09:55:48

    მოტივაციის არქონა და მუნიციპალიტეტის მიმართ უნდობლობა საკმაოდ მწვავე პრობლემაა და რაციონალური გადაწყვეტა სჭირდება. აუცილებელია, მერია და გამგეობები აქტიურად დაინტერესდნენ ამ საკითხით. მოსახლეობის მოტივაციის ასამაღლებლად ადგილობრივმა თვითმმართველმა ორგანოებმა უნდა დაიწყონ მცირე გრანტების პროექტების განხორციელება ან მონაწილეობითი ბიუჯეტის მეთოდს მიმართონ, რაც გულისხმობს პრიორიტეტული სფეროს შერჩევას და მისი განვითარებისთვის კონკრეტული თანხის გამოყოფას; კონკურსის ჩატარებას, შერჩეული კანდიდატების იდეების საჯარო განხილვას და ონლაინ ხმის მიცემის პროცესით გამარჯვებულის გამოვლენას.

    ხმები არ მოიძებნა  |  ვეთანხმები 0 არ ვეთანხმები 0
    პასუხები არ მოიძებნა
  • Tamta
    Tamta  •  ავტორი  •  2020-11-10 09:54:16

    იმისათვის, რომ საზოგადოებამ მეტი იცოდეს თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, საჭიროა, მერიამ და ადგილობრივმა თვითმმართველმა ორგანოებმა აწარმოონ საინფორმაციო კამპანია და მოხდეს ამ სერვისების პოპულარიზაცია. ეს სხვადასხვა არხებით შეიძლება:
    სატელევიზიო რეკლამით, სოციალურ ქსელებში საკითხის აქტიურად გაშუქებით და მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ საიტებზე ინფორმაციის გავრცელებით. შესაძლებელია მომზადდეს ბროშურები, სადაც აღნიშნული თემის შესახებ განთავსდება ინფორმაცია.

    ხმები არ მოიძებნა  |  ვეთანხმები 0 არ ვეთანხმები 0
    პასუხები არ მოიძებნა