CONSUL

უკან დაბრუნება

"ელიავას ბაზრობა" თბილისში

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადაწყდეს "ელიავას ბაზრობის" საკითხი თბილისში? რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქის, მისი განვითარების და გარემოს დაცვის ინტერესები, ისე იმ ადამიანთა საჭიროებები, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალს ნახულობენ იქ მუშაობით. გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები.

კომენტარები (1)


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
  • Tamta

    ამ თემაზე ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება მომისმენია. მერიისგანაც გაჟღერებულა ორგვარი გამოსავალი: ალტერნატიული კეთილმოწყობილი სივრცის შეთავაზება ან თავად ამ ბაზრობის მოწესრიგება/სავაჭრო სივრცის გეგმარება. ჩემი აზრით, ალტერნატიული სივრცის შეთავაზებას არ დათანხმდებიან იქ მომუშავე ადამიანები, რაც ნაწილობრივ გასაგებიცაა. მათთვის ფინანსურად წამგებიანი იქნება ქალაქის ცენტრიდან მოშორებით გადასვლა, როცა მათ უპირატესობას დიდწილად ლოკაცია წარმოადგენს. ჩემი აზრით, ბევრად უპრიანი იქნება ამ სივრცის გათანამედროვება, ინფრასტრუქტურის ძირეული შეცვლა და ისეთ სავაჭრო ზონად გარდამქნა, სადაც რეკრეაციული სივრცეც იქნება. თუ სწორად მახსოვს, ელიავას ბაზრობა დაახლოებით 15 ჰა ტერიტორიას იკავებს, ეს კი საკმარისია "სავაჭრო ქალაქი ქალაქში" რომ შეიქმნას. ამ შემთხვევაში ვაჭრობაც მეტად კომფორტული გახდება და თანამედროვე სტანდარტებსაც მოერგება ქალაქის განვითარების კუთხით. პროცესში მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიყოლა და ეკომეგობრული კონცეფციის შექმნა (მაგ. სინგაპურის სავაჭრო მოლები).

    ხმები არ მოიძებნა  |  ვეთანხმები 0 არ ვეთანხმები 0
    პასუხები არ მოიძებნა