CONSUL

უკან დაბრუნება

შშმ პირებისათვის და ბავშვებისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა/ადაპტირება

Nino Lomidze Nino Lomidze  •  2021-04-26  •    1 კომენტარი  • 

შშმ პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისთვის საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული. შშმ პირებისთვის  გადასასვლელი ხიდები, აგრეთვე შუქნიშნები (განსაკუთრებით უსინათლოებისთვის) სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.  იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ღირსეული პირობები, ელემენტარულად, გადაადგილების საშუალება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა აძლევდეთ ამის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ეტლით მოსარგებლეებისთვის, ეს არა მხოლოდ შშმ პირებს, არამედ არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებსაც ეხება, ტროტუარზე გადაადგილება გაუსაძლისია. ამას ემატება ისიც, რომ ველოსიპედის ზოლები, სკვერები, ბაღები სათანადოდ არ არის მოწყობილი. ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შშმ პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი მოვალეობაა. ამიტომ, კარგი იქნება თუ  ამ მიმართულებით ვიმუშავებთ.

კომენტარები (1)


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
  • კომენტარი წაშლილია

      • მარიამ ჯაფარიძე

        ამ ინიციატივას ვუჭერ მხარს. კარგი იქნება თუ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის გენგეგმის მიხედვით ქვეითისთვის საფეხმავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება პრიორიტეტებშია, ამ მხრივ ქალაქში მაინც სირთულეებია. კარგი იქნება თუ ვიფიქრებთ იმ მხრივ, როგორ გავაუმჯობესოთ გარემო შშმ პირებისთვის, ქვეითებისთვის, მოხუცებისთვის, ბავშვებისთვის, და საზოგადოებას როგორ მივცეთ ამ პრიორიტეტის მოგვარებაში ჩართულობის საშუალება.

        პასუხები არ მოიძებნა