CONSUL

უკან დაბრუნება

შშმ პირთათვის პრიორიტეტული პროფესიებისა და სასწავლო პროგრამების განსაზღვრა

Tamta Tamta  •  2020-10-26  •    1 კომენტარი  • 

თბილისის რეგიონული განვითარების გზამკვლევის " შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული განათლების უფლების უზრუნველყოფა მათი ღირსეული ცხოვრებისთვის" თანახმად, ერთ-ერთ ამოცანად დასახულ იქნა შშმ პირთათვის პრიორიტეტული პროფესიებისა და სასწავლო პროგრამების განსაზღვრა.

იმისათვის, რომ შშმ და სსსმ პირთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს და ისინი თავად გახდნენ საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმმართველები, საჭიროა, მიაღწიონ ფინანსურ დამოუკიდებლობას, რაც წარმოუდგენელია საჭირო ცოდნისა და კვალიფიკაციის გარეშე. მნიშვნელოვანია, შშმ პირთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით წინასწარ განისაზღვროს ის სფეროები, რომლებშიც კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, აღნიშნული პირები ღირსეული კონკურენციის გაწევას შეძლებენ შრომის ბაზარზე. 

კონკრეტული დებატების სექცია დაეთმობა ამ პროფესიების სიის შედგენას, საჭირო კურსების (ადგილობრივი და საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკების ) მოძიებას, მათი ადაპტირების გეგმის დასახვას და სხვ. 

კომენტარები (1)


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
  • Avatar admin
    ადმინისტრატორი #2  •  2020-10-26 08:19:24

    https://www.mes.gov.ge/content.php?id=10907&lang=eng საინტერესოა აღნიშნული მემორანდუმი, რომელიც ამა წლის აგვისტოში გაფორმდა. მემორანდუმის ხელმოწერასთან ერთად, გამოცხადდა რეგისტრაცია პროფესიული მომზადების სამ ახალ კურსზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. ესენია - სოციალური მედიის მართვა, მომსახურების სფერო და საოფისე საქმის წარმოება. ასევე გეგმავენ ინგლისური ენის მოკლევადიან კურსებს.

    ხმები არ მოიძებნა  |  ვეთანხმები 0 არ ვეთანხმები 0
    პასუხები არ მოიძებნა