CONSUL

Მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში-Მონაწილეობითი ბიუჯეტირება

  7 კომენტარი  •  2021-04-20  •  მარიამ ჯაფარიძე

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტირებაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმის შექმნა, გააქტიურება და ამის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი პრაქტიკაა წარმატებული დემოკრატიული პროცესებისთვის. რას ფიქრობთ ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებაზე?

არ ვეთანხმები 0%
9 ხმა

შშმ პირებისათვის და ბავშვებისთვის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა/ადაპტირება

  1 კომენტარი  •  2021-04-26  •  Nino Lomidze

შშმ პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისთვის საგზაო ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული. შშმ პირებისთვის  გადასასვლელი ხიდები, აგრეთვე შუქნიშნები (განსაკუთრებით უსინათლოებისთვის) სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.  იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ცხოვრების ღირსეული პირობები, ელემენტარულად, გადაადგილების საშუალება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა აძლევდეთ ამის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ეტლით მოსარგებლეებისთვის, ეს არა მხოლოდ შშმ პირებს, არამედ არასრულწლოვანი ბავშვების მშობლებსაც ეხება, ტროტუარზე გადაადგილება გაუსაძლისია. ამას ემატება ისიც, რომ ველოსიპედის ზოლები, სკვერები, ბაღები სათანადოდ არ არის მოწყობილი. ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შშმ პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის პირდაპირი მოვალეობაა. ამიტომ, კარგი იქნება თუ  ამ მიმართულებით ვიმუშავებთ.

არ ვეთანხმები 0%
4 ხმა

ქარსაფარი ზოლების მოწყობა

  კომენტარები არ მოიძებნა  •  2021-04-21  •  Nino Lomidze

ქარსაფარი ზოლების (ხეების და ბუჩქების რამდენიმე რიგისგან შედგენილი ნარგავები) მოწყობა დაიცავს გარეუბნების დიდ ნაწილს ქარისგან, შეამცირებს ქარის სიჩქარეს, მტვერს. გარდა ამისა, მეწყერ საშიშ ზონებში შეამცირებს ნიადაგის ეროზიას და გაუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას.

არ ვეთანხმები 0%
2 ხმა

"ელიავას ბაზრობა" თბილისში

  1 კომენტარი  •  2020-10-29  •  ლევან ცუცქირიძე

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადაწყდეს "ელიავას ბაზრობის" საკითხი თბილისში? რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქის, მისი განვითარების და გარემოს დაცვის ინტერესები, ისე იმ ადამიანთა საჭიროებები, რომლებიც ყოველდღიურ შემოსავალს ნახულობენ იქ მუშაობით. გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები.

არ ვეთანხმები 0%
2 ხმა

შშმ პირთათვის პრიორიტეტული პროფესიებისა და სასწავლო პროგრამების განსაზღვრა

  1 კომენტარი  •  2020-10-26  •  Tamta

თბილისის რეგიონული განვითარების გზამკვლევის " შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული განათლების უფლების უზრუნველყოფა მათი ღირსეული ცხოვრებისთვის" თანახმად, ერთ-ერთ ამოცანად დასახულ იქნა შშმ პირთათვის პრიორიტეტული პროფესიებისა და სასწავლო პროგრამების განსაზღვრა.

იმისათვის, რომ შშმ და სსსმ პირთა სოციალურ-ეკონომიკური უფლებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს და ისინი თავად გახდნენ საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად წარმმართველები, საჭიროა, მიაღწიონ ფინანსურ დამოუკიდებლობას, რაც წარმოუდგენელია საჭირო ცოდნისა და კვალიფიკაციის გარეშე. მნიშვნელოვანია, შშმ პირთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით წინასწარ განისაზღვროს ის სფეროები, რომლებშიც კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ, აღნიშნული პირები ღირსეული კონკურენციის გაწევას შეძლებენ შრომის ბაზარზე. 

კონკრეტული დებატების სექცია დაეთმობა ამ პროფესიების სიის შედგენას, საჭირო კურსების (ადგილობრივი და საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკების ) მოძიებას, მათი ადაპტირების გეგმის დასახვას და სხვ. 

არ ვეთანხმები 0%
6 ხმა

ქალაქის სანიტარიის პრობლემა

  კომენტარები არ მოიძებნა  •  2021-04-21  •  მარიამ ჯაფარიძე

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქალაქში სანიტარული პრობლემები, განსაკუთრებით კი არასაკმარისი ტუალეტების ჯიხურების არსებობა. არაერთი სადარბაზო, ბავშვთა გასართობი ადგილები, ქალაქის ცენტრალური ქუჩებიც კი დაბინძურებულია ამ მხრივ და არის ხშირად ძალიან არაჰიგიენური. ვფიქრობთ, ამ პრობლემას მოაგვარებდა ქალაქის აღჭურვა ტუალეტის გამართული ჯიხურებით. ეს თემა ტურისტული ნაკადებისთვისაც შეიძლება საინტერესო იყოს. რას ფიქრობთ? 

არ ვეთანხმები 0%
ხმები არ მოიძებნა

სკვერის მოწყობა დიდ დიღომში

  კომენტარები არ მოიძებნა  •  2020-12-05  •  lelale

გამარჯობათ, დიდ დიღომში ვცხოვრობ ამჟამად და ძალიან მაწუხებს, სკვერის თემა, იმდენი კორპუსი შენდება გარშემო და ეს მიწები სულ ეკონომიკის სამინისტროსგან იყიდება  მშენებელზე, ნუთუ არ შეიძლება ერთი დასახლებიდან თუნდაც ას ორმოცდაათ მეტრში ერთი სკვერის მოწყობა? ნუთუ ესე ძნელია სახელმწიფოსგან პატრა მიწის , თუნდაც  ორმოცდაათი კვმ2 გამეტება მოსახლეობისთვის , რომ მაქსიმუმ გარშემო მყოფმა ბავშვებმა შეძლონ გასეირნება და თამაში, და მინიმუმ მოხუცებმა შეძლონ სკვერში დასვენება თუნდაც ოცი წუთით, ძალიან გთხოვთ ვიფიქროთ ამაზე 

არ ვეთანხმები 0%
ხმები არ მოიძებნა

სპორტი და გადასახადების გადამხდელების ფული

  3 კომენტარი  •  2020-11-15  •  Tamta

სპორტი, ისევე როგორც, ბიუჯეტით განსაზღვრული სხვა ბევრი სფერო, ყოველწლიურად მილიონობით ლარით ფინანსდება გადასახადების გადამხდელების ხარჯზე. 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება შეადგენდა 1 485.0 მლნ ლარს. აქედან:

  • სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის - 10.3 მლნ ლარი;
  • მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების და პოპულარიზაციის დასაფინანსებლად - 109.2 მლნ ლარი, მათ შორის: ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებებისთვის - 5.4 მლნ ლარი;
  • კულტურისა და სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვისა და ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად - 20.6 მლნ ლარი;  13,0 მლნ ლარი გათვალისწინებულია 2019 წლის განმავლობაში სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიღწეული წარმატებების შესაბამისად სპორტსმენთა, მწვრთნელთა და საექიმო პერსონალის დაჯილდოებისთვის.

2020 წელს სპორტის დაფინანსება 53.3 მილიონი ლარით შემცირდა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო  საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესების შეჩერებით პანდემიის პირობებში და ასევე, შიდა თუ საერთაშორისო ტურნირების გაუქმებით. 

როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ეს ხარჯები?

ზოგიერთები თვლიან, რომ სპორტის მხოლოდ ის სახეობები უნდა ფინანსდებოდეს, სადაც წარმატებას ვაღწევთ და/ან პოპულარობით სარგებლობს. ზოგი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და დაბალ დაფინასებას მიაწერს სპორტში წარუმატებლობას, თან სპორტის ზოგიერთი სახეობის გაქრობის საფრთხესაც ხედავენ დაფინანსების შეწყვეტის პირობებში. ზოგს კი ამ საკითხზე ბევრად რადიკალური მოსაზრება გააჩნია. 

საინტერესოა თქვენი მოსაზრება - უნდა ფინანსდებოდეს თუ არა სპორტი ბიუჯეტიდან? თუ კი, რატომ და რა პრინციპით? თუ არა, რატომ? 

კომენტარების სექციაში არგუმენტირებულად დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. 

არ ვეთანხმები 0%
2 ხმა

თბილისის მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება

  8 კომენტარი  •  2020-11-10  •  Tamta

ბოლო დროს აქტუალურია თვითმმართველობების მიერ მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება. საკითხს განსაკუთრებული სიმწვავე შესძინა ახალმა კორონავირუსმა (COVID-19), რომელმაც დღის წესრიგში მსგავსი მექანიზმების აუცილებლობა დააყენა. კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდა. კრიზისულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად სახელმწიფოები სხვადასხვა მეთოდების გამოყენებას ცდილობენ: ქმნიან საინფორმაციო პლატფორმებს, ასაჯაროებენ მონაცემთა ბაზებს, პროცესების ეფექტური მართვისთვის ნერგავენ და იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და სხვ. 

საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით ადგილობრივ თვითმმართველობებს შეეძლებათ დისტანციურ რეჟიმში ისეთი სერვისების გამოტანა, რომლებიც მოქალაქეებთან ყოველდღიურ სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება. მსგავსი ნაბიჯი ამ ეტაპზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რასაც ბოლო თვეებში განვითარებული პანდემიისას საჯარო უწყებების მუშაობის წესის სავალდებულო წესით შეცვლა ადასტურებს.

ელექტრონული მმართველობის დანერგვა საშუალებას მისცემს თბილისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენონ ცენტრალური ხელისუფლების მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაცია. შედეგად, გაიზრდება მომსახურების ხარისხი. ელექტრონული მმართველობის დანერგვით გაუმჯობესდება გაწეული სერვისის კონტროლი და მომსახურების ვადები შემცირდება. თბილისის მუნიციპალიტეტის ხელისუფლება მდგრადი განვითარების გზით გახდება უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მოქალაქეთა მიმართ; ამაღლდება მმართველობისა და მომსახურების ხარისხი მოქალაქეების სასარგებლოდ; თბილისი გახდება იმ პლატფორმის ნაწილი, რომელიც აერთიანებს სხვა ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, სამეცნიერო საზოგადოებასა და პირებს, რომლებიც მიზნად ისახავენ, მმართველობის კულტურა შეცვალონ და გააუმჯობესონ.

აღნიშნული საკითხის კვლევისას თბილისის სამუშაო ჯგუფმა პროექტ DRIVE Democracy-ის ფარგლებში, შემდეგი პრობლემები გამოკვეთა:

  • მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის არ არსებობს არხები ინფორმაციის გასაცვლელად. თბილისის მცხოვრებთ არ აქვთ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში საკუთარ ჩართულობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
  • მოტივაციის არქონისა და მუნიციპალიტეტის მიმართ უნდობლობის გამო მოქალაქეები ნაკლებად მონაწილეობენ ადგილობრივ თვითმართველობაში. მათ რეალური შედეგების მოლოდინი არა აქვთ.
  • არ არსებობს მარტივი და ინოვაციური მონაწილეობის მექანიზმები, რომლის დახმარებითაც მოქალაქეს საშუალება ექნება, მუნიციპალიტეტამდე მიიტანოს საკუთარი უბნის პრობლემები და მოიძიოს მათი გადაჭრის გზა.

კომენტარებში კი შემოგთავაზებთ იმ რეკომენდაციების ჩამონათვალს, რომელიც მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტში გაწერეს პროექტის მონაწილეებმა.

არ ვეთანხმები 0%
4 ხმა

ინფორმაცია დებატების შესახებ

დაიწყეთ დებატები და გაუზიარეთ სხვებს მოსაზრებები მნიშვნელოვან საკითხებზე.

დებატების სივრცე საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს გააზიაროს საკუთარი შეხედულებები და მოისმინოს სხვისი აზრი.

დებატებში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია CONSUL-ზე. ამით შესაძლებლობა გექნებათ, დააფიქსიროთ მოსაზრება მოცემულ საკითხზე და შეაფასონ ისინი "ვეთანხმები" ან "არ ვეთანხმები" ღილაკებზე დაჭერით.