ვებ-გვერდზე წვდომა გულისხმობს ყველა ადამიანის მიერ ვებ-გვერდსა და მის შინაარსზე წვდომას, მიუხედავად უნარ-შესაძლებლობებისა (ფიზიკური, ინტელექტუალური ან ტექნიკური) და შემაფერხებელი ფაქტორებისა, რომლებიც გამოყენების კონტექსტიდან გამომდინარე შეიძლება წარმოიშვას (ტექნოლოგიური ან გარემოებრივი). ვებ-გვერდების საყოველთაო მოხმარების მიზნით შექმნა გულისხმობს, რომ შინაარსთან წვდომა ყველა მომხმარებლისთვის თანაბარ პირობებშია შესაძლებელი. მაგალითად:
სურათებზე ალტერნატიული ტექსტის დართვით, მხედველობადაქვეითებულ ან მხედველობის არმქონე მომხმარებლებსაც შეუძლიათ ინფორმაციის მიღება სპეციალური წამკითხველების საშუალებით.
სმენადაქვეითებული მომხმარებლები ვიდეოს შინაარსს სუბტიტრებით სრულად გაიგებენ.
თუ შინაარსი მარტივი და ილუსტრირებული ენითაა გადმოცემული, ათვისებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მომხმარებლები უკეთ ახერხებენ გაგებას.
თუ მომხმარებელს აქვს მობილობის პრობლემები და მაუსის გამოყენება უჭირს, კლავიატურასთან დაკავშირებული ალტერნატივები მას ნავიგაციაში დაეხმარება.
ვებ-გვერდით მაქსიმალურად კომფორტულად სარგებლობისთვის, მალსახმობი ღილაკები შემუშავებულია იმგვარად, რომ საიტის მთავარ სექციებთან დაკავშირება მარტივი იყოს.
ნავიგაციის მენიუს მალსახმობი ღილაკები
ღილაკი | გვერდი |
---|---|
0 | მთავარი გვერდი |
1 | დებატები |
2 | ინიციატივები |
3 | ხმები |
4 | მონაწილეობითი ბიუჯეტირება |
5 | ადვოკატირების პროცესები |
ოპერაციული სისტემისა და ბრაუზერიდან გამომდინარე, კომბინაცია შემდეგი იქნება:
ღილაკთა კომბინაცია ოპერაციული სისტემისა და ბრაუზერის მიხედვით
ბრაუზერი | ღილაკთა კომბინაცია |
---|---|
Explorer |
ALT + მალსახმობი და ENTER |
Firefox | ALT + CAPS + მალსახმობი |
Chrome | ALT + მალსახმობი (CTRL + ALT + მალსახმობი MAC-ის შემთხვევაში) |
Safari | ALT + მალსახმობი (CMD + მალსახმობი MAC-ის შემთხვევაში) |
Opera | CAPS + ESC + მალსახმობი |
საიტის დიზაინი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, აირჩიოს ტექსტის სასურველი ზომა. ამ ფუნქციის გამოყენება ბრაუზერიდან გამომდინარე სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი.
ბრაუზერი |
განსახორციელებელი მოქმედება |
---|---|
Explorer | ნახვა > ტექსტის ზომა |
Firefox | ნახვა > ზომა |
Chrome | არამეტრები (ნიშანი) > ფუნქციები > დეტალურად > ვებ კონტენტი > ტექსტის ზომა |
Safari | ნახვა > მოახლოება/დაშორება |
Opera | ნახვა > მასშტაბი |
ტექსტის ზომის შესაცვლელად, გამოიყენეთ ბრაუზერის მალსახმობი ღილაკები შემდეგი კომბინაციით:
CTRL და + (CMD და + MAC-ზე) ტექსტის ზომის გაზრდა
CTRL და - (CMD და - MAC-ზე) ტექსტის ზომის შემცირება
ამ ვებ–გვერდის ყველა გვერდი აკმაყოფილებს სამუშაო ჯგუფის მიერ დამკვიდრებულ წვდომის სახელმძღვანელო პრინციპებს ან დიზაინის ზოგად პრინციპებს WAI.